უძველესი ქართული კულტურა
საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო. რასაც ადასტურებს მითი არგონავტების შესახებისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტრადიცია ერწყმოდა რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ანტიკურმა კულტურამ ძველ საქართველოში (გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება, ვანი).
ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება, ვანი
ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლედის მეორე ნახევრისა და ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის, ე.ი. იმ ხანისათვის, როცა კოლხიდისა და იბერიის სახელმწიფოები წარმოიქმნა, დარჩენილია ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობები. ეს ავტორები არიან ქსენოფონტე (ძვ.წ.V-IV სს.), სტრაბონი (ძვ.წ I ს. - ჩვ.წ.I ს.). ვიტრუვი (ძვ.წ. I ს.). ქსენოფონტეს "ანაბაზისში“ ამიერკავკასიაში გაშლილი სამხედრო მოქმედების აღწერისას, ნახსენებია გამაგრებული ქალაქები, სასახლეები, კოშკებით აღჭურვილი ხის სახლები. სტრაბონის თანახმად, იბერიის უმეტესი ნაწილი მშვენივრადაა დასახლებული ქალაქებითა და სოფლებით, ასე რომ იქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და სახუროთმოძღვრო ხელოვნების თანახმად მოწყობილი საცხოვრებლები და ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები (წიგნი XI, თავი III). ამ სიტყვების მნიშვნელობას უკეთ დავაფასებთ, თუ გავიხსენებთ, რომ რომაელი ვიტრუვი, ავტორი ათი წიგნისა ხუროთმოძღვრების შესახებ (ეს დღემდე გადარჩენილი ერთადერთი რომაული ტრაქტატია მშენებლობაზე), წერს, რომ დაახლოებით იმავე ხანებში გალიასა და ესპანეთში სახლებს კრამიტით კი არ ხურავდნენ, არამედ ჩალითა და ყავრით. იგივე ვიტრუვი აღგვიწერს კოლხურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ძელებით ნაშენი პირამიდული სახურავი და ზემო ხვრელი აქვს (კვამლის და შუქისათვის). ახალ არქეოლოგიურ მონაპოვართა შუქზე (იხ.ზემოთ - შულავერი, ქვაცხელები),
შულავერის გორა
ვიტრუვისეული ცნობები ახალ მნიშვნელობას იძენს - ისინი სამშენებლო ტრადიციების ღრმა ფესვების არსებობასა და უწყვეტობას ადასტურებენ. მეორე მხრივ, კოლხური საცხოვრებლის ტიპი, რომელსაც წინა აზიის მრავალ ქვეყანაში მოეძებნება პარალელი, შეიძლება გლეხური საცხოვრებლის, ე.წ. დარბაზის პროტოტიპად მივიჩნიოთ.
კოლხური სოფლის სასიმაგრო ნაგებობა კოშკი (რეკონსტრუქცია)
დარბაზს, რომელსაც ქვემოთ ცალკე შევეხებით, მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეთა ქართული საეკლესიო არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებების შემუშავებისათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ იმდროინდელი ხუროთმოძღვრების შესახებ ამ წერილობითი ცნობების ვარდა ჩვენ არც არაფერი ვიცოდით. რა თქმა უნდა, ადრექრისტიანული ხანის დიდად განვითარებული ძეგლების გაცნობა ნათლად გვიჩვენებდა, რომ V-VI საუკუნეთა შესანიშნავი ტაძრების შექმნამდე ქართულ ხუროთმოძღვრებას გრძელი და რთული გზა უნდა გაევლო, რომ ასე მომწიფებულიყო, რომ ასეთი დასრულებული კომპოზიციური და ტექნიკური ხერხები შეემუშავებინა, როგორთაც იმ ძეგლებში ვხვდებით. ამ დასკვნის გამოტანას წერილობითი წყაროები არც ესაჭიროებოდა, ამისთვის აპრიორული მსჯელობაც საკმარისი იყო. ოცდაათიანი წლების დასასრულისა და ორმოციანი წლების დასაწყისის გათხრებმა ძველ დედაქალაქ მცხეთაში (გათხრები ომის შემდეგაც გაგრძელდა) ბრწყინვალედ დაადასტურა ეს მოსაზრებებიც და ანტიკური დროის ავტორთა ცნობებიც. აქ აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის - ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეთა და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი ძეგლები.
მცხეთის ნაქალაქარი (უძველესი აბანოს ნაშთები)
უზარმაზარი აკროპოლისი, ქართლის (წინანდელი იბერიის) მმართველთა რეზიდენციის ნაშთი, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ.. ამის შემდეგ მცხეთა, რომელიც მანამდე ყურადღებას იპყრობდა შუა საუკუნეთა დიდებული ტაძრებითა და ძველი სამარხებით, გადაიქცა საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ნამდვილ ცოცხალ მუზეუმად, რომელშიაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარების საფეხურებს მრავალი საუკუნის მანძილზე. მცხეთის დაწინაურებას ხელს უწყობდა მარჯვე ადგილმდებარეობა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას გაშენებული დედაქალაქი გადაჭიმული იყო მტკვრის ორსავ მხარეს, ძალიან რთულსა და მრავალფეროვან რელიეფზე
ძველი ცნობებით ქართული ანბანი შექმნა ქართლის მეფემ ფარნავაზმა(ძვ.წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნე). მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ნაპოვნია პალესტინაში და თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493—494). პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები “შუშანიკის წამება” (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი, ცურტაველი
მცხეთის ბილინგვა არმაზიძველი ცნობებით ქართული ანბანი შექმნა ქართლის მეფემ ფარნავაზმა(ძვ.წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნე). მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ნაპოვნია პალესტინაში და თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493—494). პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები “შუშანიკის წამება” (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი, ცურტაველი
ქართული ქრისტიანული კულტურის წარმოქმნა და აღზევება
მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება განიცადა IX საუკუნიდან, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული ძეგლები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გრიგოლ ხანძთელს,, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში.
ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი
ოშკი — X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში. ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.
ოშკის ტაძრის გეგმა
კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.
მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.

ქართული კულტურის რენესანსის ხანა აღორძინება
ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. ამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.
სვეტიცხოვლის კეთედრალური ტაძარი
მცხეთის კათედრალის "სვეტიცხოველი", ერთ-ერთი უძველესი ორთოდოქსული ეკლესია საქართველოში
სვეტიცხოვლის ტაძრის გეგმა
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
გვიანი შუასაუკუნეების ქართული კულტურა
მუდმივი ომიანობის და შემოსევების გამო, მეჩვიდმეტე საუკუნემდე ქართული კულტურა რეგრესს განიცდიდა. 1629 წელს გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. Aამ პერიოდში აგრეთვე მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი დავით გურამიშვილი (1705-1792) (დავითიანის ავტორი), ასევე სულხან საბა ორბელიანი (სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა) ვახტანგ მეექვსე, ბესიკი, არჩილი.

ვახტანგ VI და სულხან_საბა ორბელიანი
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში საქრთველოში განსაკუთრებულად აღორძინდა მწერლობა, პოეზია და პუბლიცისტიკა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ფშაველა და სხვა.)
No comments:
Post a Comment